ჩვენს შესახებ
კომპანია “Auto Market LLC ” დაარსდა 2012 წელს,მალევე, 2013 -2014 წლებში მას მიენიჭა ლიდერი კომპანიის სტატუსი,
საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კვლევის მიხედვით ავტო იმპორტის სფეროში.
2018 წელს ჩვენ ოფიციალურად შვედით უკრაინის ბაზარზე სადაც კომპანიამ მალევე დაიკავა
წამყვანი პოზიციები როგორც ავტომობილების საცალო იმპორტის მიმართულებით ასევე B2B მიმართულებით.
უკვე 2019 წელს, LLC Auto Market Ukraine ფლობს 5 ფილიალს უკრაინის სხვადასხვა ქალაქში.
2020 წელს კი Auto Market Logistic ამერიკაში ოფიციალურად იღებს ყველანაირ საჭირო ლიცენზიას
რათა მოახდინოს ავტომობილების ექსპორტი თავად ყოველგვარი სხვა კომპანიის ჩარევის გარეშე.
რაც იწვევს უპირატესობის ზრდას და კომპანია აღწევს უფრო მეტ წარმატებას მიუხედავად პანდემიისა.
2022 წელს კომპანია უკმლავდება კიდევ ერთ ურთულეს გამოწვევას. (ომი უკრაინაში)
კრიზისული სიტუაციის დაძლევის მიზნით სასწრაფოდ ფუძნდება Auto Market Logistic – Lithuania.
ვიღებთ ავტო გადაზიდვების ლიცენზიას ევროკავშირის ქვეყნებში და მის გარეთ , კერძოდ კლაიპედას პორტიდან ხდება ავტომობილების მიწოდება უკრაინის თუ ევროპის სხვა ქვეყნებში. სწორედ ამის საშუალებით კომპანია განაგრძობს უკრაინის ბზარზე წარმატებით ოპერირებას.
2022-2023 წელს კომპანია ისახავს ახალ მიზნებსა და მიდგომბებს ავტო იმპორტის სფეროში:
ეს არის მაქსიმალური გამჭვირვალობა დამკვეთსა და კომპანიას შორის,
იწყება ვიდეო გაშუქება ყველა ეტაპზე დამკვეთის პირველი სტუმრობიდან მისთვის ავტომობილის ჩაბარებამდე.
ეს გამორიცხავს ყოველგვარ ფარულ თუ გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და დანამატებს –
რითაც მომხმარებლში ორმაგდება კომპანიის მიმართ ნდობა და ერთი ორად იზრდება გაყიდვები.
დღეისათვის Auto Market LLC აერთიანებს 11 ფილიალს სხვადასხვა ქვეყნებში 100 ზე მეტი თანამშრომლით.
2024 – ში კი დაგეგმილია რამდენიმე ახალი პროექტი რითაც კიდევ უფრო გავახარებთ ჩვენს ავტოდილერებსა და საცალო მომხმარებლებს.