BMW X7

BMW 2017 წელს, ახალ, დიდ 7-ადგილიან SUV-ს გამოუშვებს. ეს იქნება 5 მეტრზე მეტი სიგრძის მქონე ავტომობილი, რომლის განსაკუთრებით მდიდრული ვერსიაც შეიქმნება. ახალი ცნობები მომავალი BMW X7-ის შესახებ!

BMW გაისად თავის SUV-პროგრამაში მნიშვნელოვან სიახლეს გეგმავს: ბავარიელები 2017 წელს X7-ს წარმოადგენენ (F17). ეს ავტომობილი X5-სა და ”როლს-როისის” მიერ დაგეგმილ მდიდრულ SUV-ს შორის იქნება პოზიციონირებული. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, X7-ის დიზაინი X5-ისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. და რაც მნიშვნელოვანია: გამოვა X7-ის ულტრამდიდრული ვერსიაც – უფრო მეტი ქრომირებული დეტალებითა და მდიდრული ინტერიერით.
BMW
ამ 7-ადგილიან ავტომობილში X5-ის პლატფორმას და ტექნიკას გამოიყენებს. თუმცა X7 არ იქნება ხელმისაწვომი არც 4-ცილინდრიანი ძრავით და არც ”მეშვიდე სერიიდან” ნაცნობი V12-აგრეგატით. სამაგიეროდ უკვე ცნობილია, რომ X7 სერიულად იწარმოება სრული ამძრაობით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით. აქვე ვთქვათ, რომ ბავარიელები ჯერჯერობით არ გეგმავენ X7-ის ჰიბრიდული ვერსიის გამოშვებას. სამაგიეროდ, გერმანული AUTO BILD წერს, რომ X7-ში ვიხილავთ ბენზინის ახალ, 4-ლიტრიან V8 ძრავას, რომლის სიმძლავრე 500 ცხენის ძალამდე უნდა იყოს. BMW X7-ის წარმოება მხოლოდ აშშ-ში მოხდება, მაგრამ ამერიკის გარდა, რა თქმა უნდა, ჩინეთშიც გაიყიდება. ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ BMW X7-ის საწყისი ფასი დაახლოებით 100 000 ევრო იქნება.

მოთხოვნის გაგზავნა

შეავსეთ ფორმა და ჩვენ იპოვით შესანიშნავი ავტომობილი!
  • უკრაინაში
  • აშშ-ში
  • საქართველოში
  • გზად

Спасибо, Ваша заявка принята!

Ожидайте, в скором времени с Вами свяжется наж менеджер